ინტერნეტში Windows 8-ზე ინფორმაცია გამოჩნდა იტალიურმა საიტმა Windowsette გამოამზეურა რამდენიმე სლაიდი კორპორაცია Microsoft-ში გამართული შიდა პრეზენტაციიდან, რომელიც ახალ საოპერაცო სისტემას Windows 8-ს მიეძღვნა. სავარაუდოდ, ახალი სისტემა უფრო ჩქარი იქნება და შეამცირებს იმ აპარატის ენერგომოხმარებას, რომელზეც დამონტაჟდება. მას მოიხმარენ როგორც ჩვეულებრივი სამაგიდო კომპიუტერები, ისე ნოუთბუქები და პლანშეტური აპარატები. კომპიუტერები, რომლებზეც Windows 8იქნება დაყენებული, მყისიერად ჩაირთვება. Microsoft-ში ვარაუდობენ, რომ მაგიდის კომპიუტერები მონობლოკები გახდება. პროტოტიპს სენსორული ეკრანი აქვს, რომლის დიაგონალი 17-დან 30 დიუმამდე განისაზღვრება. კომპიუტერი აღჭურვილია მაღალხარისხიანი გადამღები ვიდეოკამერით, ასევე Bluetooth-ისა და Wi-Fi-ის მოდულებით. Windows 8-ის გამოსვლის ზუსტი ვადები არ სახელდება, თუმცა სლაიდიდან ირკვევა, რომ ეს 2012 წლისთვის იგეგმება. კორპორაციის თანამშრომელთა ვარაუდით, ამ დროისთვის ვებ-კამერები ისე იქნება გავრცელებული, რომ მათ სისტემაში შესული მომხმარებლის ამოსაცნობადაც გამოიყენებენ.
|